სტამბოლში, ათათურქის სახელობის საერთაშირისო აეროპორტის მახლობლად მდებარე პოლიციის განყოფილებასთან აფეთქება მოხდა. თურქული მედიის ინფორმაციით, დაშავებულია ხუთი ადამიანი.
ამჟამად შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. აფეთქების შედეგად ახლომდებარე შენობებში მინები ჩაიმსხვრა, დაზიანებულია ავტომობილები.