მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე გადაცემა „არჩევანთან" დაკავშირებით, სადაც „ქართული ოცნების" ლიდერები იღებდნენ მონაწილეობას, facebook-ზე პოსტს აქვეყნებს:
„ისტერია "რუსთავი 2" - ზე! ოფლდასხმული გადარეული ჟურნალისტები! ხელებში თაბახები უცახცახებთ. მათი ფავორიტი პარტია სულს ღაფავს, საათებს ითვლის. კითხვებს სვამენ, თვითონვე პასუხობენ, ასე ყველაფერი როგორ იციან-სეისმოლოგია, მელიორაცია, ისტორია, არქეოლოგია, ციფრები! აკაკის სქემები და ა. შ. ძალიან საცოდავად გამოიყურებით, არაპროფესიონალურად. აღგზნებულები და გაბოროტებულები! რა საშინელებაა პარტიის პრეზენტაცია კი არა, ბაზარი მოაწყვეს. არა უშავს, 8 ოქტომბრის მერე დაწყნარდებიან და შეგუების პერიოდი დაეწყებათ. "ქართული ოცნება", ბრავო!!!" - წერს ლორთქიფანიძე.