logo_geo
eng_logo
რუსთავში 14 საბავშვო ბაღი გარემონტდება
- +

15 მარტი. 2016. 20:12



რუსთავის მერია წელს 14 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას გეგმავს. საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების 14 ფილიალში სველი წერტილებისა და წყალკანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდება. პროექტის მიხედვით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში შეიცვლება წყლისა და საკანალიზაციო სისტემა, ელექტროგაყვანილობა, კარ-ფანჯარა, მოპირკეთდება იატაკი და კედლები. პროექტი რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ დღეს #1 საბავშვო ბაღის პედაგოგებსა და აღსაზრდელთა მშობლებს გააცნო. ბაგა-ბაღების გაერთიანების #1 ფილიალში სველი წერტილების კეთილმოწყობისთვის 87 996 ლარია გათვალისწინებული. შეხვედრაზე ქალაქის მერმა 2016 წელს რუსთავში დაგეგმილ სხვა ინფრასტრუქტურულ საკითხებზეც ისაუბრა. რუსთავის 14 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 1 მლნ 281 276 ლარს შეადგენს.


„წელს რუსთავში ბოლო წლების განმავლობაში  ყველაზე მასშტაბური სამუშაოები განხორციელდება. ინფრასტრუქტურაზე 17 მილიონი ლარის დახარჯვას ვგეგმავთ და ძირითადი ტენდერები უკვე გამოცხადებულია. რუსთავში სულ 20 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წელს 14 მათგანს ჩაუტარდება. 6 საბავშვო ბაღში ანალოგიური სამუშაოები შარშანაც განხორციელდა. მომავალი სასწავლო წლისთვის, სველი წერტილების პრობლემა ქალაქში მოქმედ ყველა საბავშვო ბაღში მოიხსნება და საშუალება მოგვეცემა ამ უაღრესად მნიშვნელოვანი დაწესებულებების სხვა პრობლემებსაც მივხედოთ", - განაცხადა რუსთავს მერმა.


2016 წლისთვის დაგეგმილი პროექტების ნაწილის განხორციელება რუსთავში უკვე დაწყებულია. საბავშვო ბაღების სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბრისთვის დასრულდება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner