logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ეგონათ, ახლა კი დავამხობთ "უნიათო" "ქართულ ოცნებასო", მაგრამ დამარცხდნენ!
- +

6 ოქტომბერი. 2016. 20:48




ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი გადაცემა „არჩევანის" გუშინდელ ეთერს ეხმაურება:


შემოგოგმანდნენ პირდაპირ ეთერში. ოთხნი იყვნენ. ოთხივენი კარგად გაწაფულები დემაგოგიასა და პროვოკაციებში. ეგონათ, ახლა კი დავამხობთ "უნიათო" "ქართულ ოცნებასო"...

 

ეგრევე კვალიფიციური პანჩური მიიღეს. არ ელოდნენ, დაიბნენ. მერე გაკაპასდნენ, გადაირივნენ, ჭკუიდან გადავიდნენ. ბოლოს ჩანავლდნენ, ჩაჩმორდნენ, ჩაიფსეს. ოღონდ ეს გახლდათ ძალიან აგრესიული ჩაფსმა!

 

ნიკა გვარამია ყურებში ჩასძახოდათ, შეუტიეთო, დედა უტირეთო. უტევდნენ, მაგრამ არაფერი გამოდიოდა!

 

გიორგი გაბუნია სრულიად ზედმეტი ჩანდა. მინდოდა, მეყვირა: გადი, ბიჭო, იქით, შენ ვისღა დაჰკარგვიხარ-მეთქი?! აზრი არ ჰქონდა, მაინც ვერ გაიგებდა, იმასაც ყურში გვარამია ეჯდა!

 

დამარცხდნენ... უსახელოდ დამარცხდნენ, რადგან ისინი არასოდეს იყვნენ ჟურნალისტები, უბრალოდ, გასდიოდათ და იბრალებდნენ!

 

მთელი 4 საათი გრძელდებოდა მათი "წამება" და ბოლოს მაინც დაესვა საკმაოდ დიდი და მძიმე წერტილი!

 

არაუშავს, სამაგიეროდ, ის ფერფლი იქნება მსუბუქი, რომელიც მათ დღევანდელ და წარსულ საქმიანობას წაეყრება!", - წერს ზედელაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner