logo_geo
eng_logo
რატომ უხდის საჯაროდ მადლობას არჩილ გამზარდია ზაზა გაბუნიას
- +

6 ოქტომბერი. 2016. 20:51



ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ნაძალადევის გამგებელს შესრულებული თხოვნების გამო საჯაროდ უხდის მადლობას.  


ნაძალადევის გამგებელს, ზაზა გაბუნიას რამდენიმე საზოგადო თხოვნით მივმართე რამდენიმე თვის წინ და შევპირდი, რომ თუ მათგან უმრავლესობას მაინც გააკეთებდა, მე საჯაროდ ვიტყოდი და გადავუხდიდი მადლობას.

ბუნებრივია, მე თემქით შემოვიფარგლე, რადგან თემქელი ვარ.

ეს თხოვნები იყო:

1. გაჩერებებზე მოსაცდელების გაკეთება - შესრულებულია.

2. გაჩერებებზე შუქნიშნების დამონტაჟება - შესრულებულია.

3. ჩარგლის ქუჩის სრული რეაბილიტაცია - ეს პროცესი მიმდინარეობს.

4. ჩემს უბანში სპორტული მოედნის გაკეთება ბავშვებისთვის - შესრულებულია.

5. ზოგადი თხოვნა მქონდა ძველი პარკების რეაბილიტაცია - სულ ცოტა, ორი მათგანი ვნახე, ერთი ე.წ. ძველი უნივერსამის ტერიტორიაზე, მეორე ე.წ. ძველი სამშობიაროს ტერიტორიაზე.

6.. ჩემს უბანში ტრასიდან შემოსასვლელი შიდა გზები ძალიან დაზიანებულია და მისი დაკერება-რეაბილიტცია - ეს კი არ შეუსრულებია.

საერთო ჯამში, დადებითად ვაფასებ გაწეულ სამუშაოს და სიტყვას ვასრულებ, საჯაროდ ვწერ და მადლობას ვუხდი", - წერს გამზარდია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner