გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის" აქციაში მონაწილე მოქალაქეების კომენტარებთან დაკავშირებით, რომლებიც აცხადებენ, რომ მიტინგში მონაწილეობის სანაცვლოდ გარკვეული თანხა აიღეს - ჟურნალისტი დიანა ლიპარტელიანი facebook - ზე პოსტს აქვეყნებს.
„კიდევ ჩამოურიგებენ ამათ 8 ოქტომბრისთვის - ასე, 20-დან 50 ლარამდე და ესენიც მისცემენ ხმას "ნაციონალურ მოძრაობას". მერე, უკან მოუბრუნდებიან მომავალ მთავრობას და უსაყვედურებენ - გაუარესებული სოციალური პირობების გამო, უმუშევრობის გამო, არაეფექტური საგარეო საქმიანობის გამო... იმის გამო, რასაც თავადვე მისცეს ხმა, მაგრამ ვერასდროს მიხვდებიან, რომ ყველა ეს უბედურება, 4 წლიანი გარანტიით, საშუალოდ, 30 ლარი გვიჯდება - სრულიად ქვეყანას. ვერ იქნა და ვერ ჩამოვყალიბდით საზოგადოებად - ვცხოვრობთ, ასე, გაუაზრებლად, ერთი დღით - 30 ლარიდან - მომავალ 30 ლარამდე და მერე ვსაყვედურობთ... - რაც მთავარია... და გვაქვს ისეთი ქვეყანა, როგორსაც ვიმსახურებთ. არც მეტი - არც ნაკლები...
#მეტიგანათლებაერს", - წერს ლიპარტელიანი.
http://reportiori.ge/inside.php?menuid=66&id=25815