„სანამ 5-იანს შემოხაზავთ, ეგებ ეს გადაიკითხოთ!", - ამ სათაურით ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი facebook-ზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„პირველი ცემისა და გაუპატიურების ფაქტი მოხდა 2011 წლის მარტში. პატიმარი იყო საშუალო ტანის, ღია თმებით, დაახლოებით 30 წლამდე მამაკაცი (სახელი და გვარი არ ვიცი, მაგრამ ამოცნობას შევძლებ). ვიქტორიმ და ოლეგიმ გვითხრეს ეს პატიმარი გვეცემა და მერე გაგვეუპატიურებინა. მათი ბრძანება შევასრულეთ.
პატიმრის ცემასა და გაუპატიურებას საკნის კარის კარმუშკიდან მობილური ტელეფონით იღებდა დეპეენკას ცვლის უფროსი, საშუალო ტანის, შავი თმით. ის ყოველთვის ოლეგისა და ვიქტორის ცვლაში მორიგეობდა.
2011 წლის გაზაფხულზე მოხდა მეორე ფაქტი... 2011 წლის გაზაფხულზე მოხდა მესამე ფაქტი...",- წერს მიქიაშვილი.