logo_geo
eng_logo
„თუ ძველ და ახალ რეალობებს შორის განსხვავება არ არსებობს, ე.ი. შენთვის სულ ერთია, ცოცხი სად იქნება განთავსებული“
- +

6 ოქტომბერი. 2016. 21:37



პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე facebook-ზე წერს:


შეიძლება ივანიშვილი მოგწონდეს, არ მოგწონდეს ან საერთოდ არ ფიქრობდეს ამაზე! ზოგს სულაც სააკაშვილი ურჩევნია და ესეც პოზიციაა! მაგრამ როდესაც ნაძალადევი ინფანტილიზმით ამტკიცებ, რომ სააკაშვილის რეალობასა და ივანიშვილს რეალობას შორის განსხვავება არ არსებობს, ე.ი. შენთვის სულ ერთია, ცოცხი სად იქნება განთავსებული. მხოლოდ აკვარიუმის თევზები ვერ გრძნობენ განსხვავებას გლობალურ აცივებასა და გლობალურ დათბობას შორის და ვინც განსხვავებას ვერ გრძნობს, მას არც არჩევანის გაკეთების უნარი აქვს. ასეთებს ძველი ბერძნები იდიოტებს ეძახდნენ'‘, - წერს მაღლაფერიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner