logo_geo
eng_logo
დავით თევზაძე: სულ ცოტა ბატონ გივის რომელიღაც ხარისხის კანტუზია უნდა ჰქონოდა ამ აფეთქების შემდეგ
- +

6 ოქტომბერი. 2016. 22:07



დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს დადგმულს უწოდებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე. როგორც ყოფილმა მაღალჩინოსანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სინამდვილეს გამოძიება დაადგენს.


თევზაძე არ გამორიცხავს, რომ აფეთქება „ნაციონალური მოძრაობის" აქციის ორგანიზატორებმა განახორციელეს.


შემიძლია გითხრათ ამის მოწყობა ვის არ აწყობდა, რეალურად არავის აწყობდა, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებმაც აქედან სცადეს პოლიტიკური დივიდენტის აღება. ასევე თუ გავითვალისწინებთ, როდის მოხდა აფეთქება - ეს იყო დაანონსებული აქციის წინ, დიახაც შესაძლებელია, რომ სწორედ აქციის ორგანიზატორებს აწყობდათ ამის მოწყობა. მათმა გათვლებმა არ იმუშავა და გუშინდელბა აქციამაც დაგვარწმუნა ამაში, არ მგონია, რომ ჭკვიანური სვლა იყო.

 

ჩემდა სამწუხაროდ მინახავს აფეთქებული მანქანა, გახსოვთ, 2000 წელს ჩემი ძმა ააფეთქეს, ზედმიწევნით კარგად ვიცი, რა მოსდის მანქანას და რა მოსდით შიგნით მყოფ მგზავრებს. ჩემი ძმის მანქანაში ორი ადამიანი ოჯდა, ორივე დაშავდა, ცოცხლები გადარჩნენ, მანქანას კი ცეცხლი მოეკიდა. არის სპეციფიკა დაშავების, ტალღაც აშავებს, სულ ცოტა ბატონ გივის რომელიღაც ხარისხის კანტუზია უნდა ჰქონოდა. თუმცა კანტუზიანი ადამიანები ცოტა სხვანაირად იქცევიან, არ ჰგავდა ის კანტუზიანს. მეორე - მას არ ემჩნეოდა რომ სასმენი აპკები დაზიანება, ეს არის ზედაპირული რაც მე დავინახე. საქართველოში ძალიან კარგი სპეციალისტები არიან, ამას აუცილებლად გამოიძებენ, თუმცა ამას მართლა დრო სჭირდება", - განაცხადა თევზაძემ.


მისი თქმით, არჩევნებამდე ამ ფაქტის გამოძიება ვერ მოესწრება, რადგან რამდენიმე დღეში დღეში წინასწარ დასკვანსაც კი ვერცერთი სერიოზული კრიმინისალისტი ვერ დადებს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner