ავტორი ანა ნოდია
ემიგრანტის, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრის ანა ბალამწარაშვილის ხელშეწყობით, არასამთავრობო ორგანიზაცია "ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფოს" წევრები ბელგიაში შეხვედრებს მართავენ:
„ეს მესამე შეხვედრა იყო ბრიუსელში. ჩვენი მიზანი იყო, რომ ევროპარლამენტარებს, ჩვენს მეგობრებს სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან შეეტყოთ თუ რა ხდება ქვეყანაში და როგორ ვემზადებით 2016 წლის არჩევნებისთვის. ჩვენდა სამწუხაროდ პირადი ცხოვრების კადრების სკანდალმა ჩვენზე ადრე ჩააღწია ევროპაში და მხოლოდ ერთი ემოცია გამოიწვია: სრული შოკი! ჩვენი მასპინძლები გვიყვებოდნენ პოლიტიკური ბრძოლის ევროპულ ხერხებზე, რომელიც გამორიცხავს შანტაჟს და პირადი ცხოვრების ასეთი სახით გამომზეურებას.
ყოველივე ზემოთაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ ქალებს ებრძვიან ყველანაირი მეთოდით!
ეს მიზანმიმართული კამპანიაა ქალთა წინააღმდეგ, რომელიც გამაფრთხილებელი ქმედებაა, რომ ვერავინ გაბედოს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა. თუმცა, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და მიუხედავად წინააღმდეგობებისა, არათანაბარი პოლიტიკური ბრძოლისა და ხელოვნურად შექმნილი სირთულეებისა, შესაძლებელია ღირსეულად თავის წარმოჩენა. დიახ, ესაა ჩვენი, ევროპელი მეგობრების რჩევა", - განუცხადა "ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფოს" თავმჯდომარე ლალი მოროშკინამ „რეპორტიორს".