logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე: ჩვენი დიდგორის ხაზი გადის 8 ოქტომბერზე
- +

6 ოქტომბერი. 2016. 22:22



„ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, თუ ვის აქვს სურვილი ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოაწყოს", - აცხადებს „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა კობალაძე. ამ ფონზე ის მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.  


„ამ პირობებში, მოქალაქეებს მოვუწოდებ, 8 ოქტომბერს, მშვიდად, ყველამ ერთად ხმა მივცეთ რჩეულს. მაქვს პატივი, წარმოვადგენდე იმ გუნდს, რომელსაც აქვს რეალური ხედვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა, დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებისა. მომხიბვლელი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა შევძლოთ და რეგიონში უნდა ვიყოთ წამყვანი სახელმწიფო. ჩვენ პრიორიტეტად დავსახეთ სოციალური მიმართულებები, ასევე ეკონომიკური მიმართულებები. ჩვენ ასევე ფოკუსირებას ვაკეთებთ განათლებაზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე და ა.შ. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობა დაირაზმება 8 ოქტომბერს, რადგან ჩვენი დიდგორის ხაზი გადის 8 ოქტომბერზე", - განაცხადა კობალაძემ „ბრიფინგის დროში".



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner