„პეტრო პოროშენკოს ბლოკის" დეპუტატი ევგენი რიბჩინსკი პოროშენკოს სთხოვს, ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან მიხეილ სააკაშვილი მოხსნას.
მისი თქმით, გასულ წელს ანტიტერორისტული ოპერაციის კომიტეტის წევრებმა აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებების ვეტერანებისთვის ასობით მილიონი გრივნის გამოყოფა მოითხოვა.
უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მათთვის ბინების საყიდლად ფული გამოყო.
„საერთო ჯამში, 49 ვეტერანი ინვალიდისთვის ბინების ყიდვა იგეგმებოდა. 10 ბინის ყიდვა მოხერხდა უკრაინის სხვადასხვა რაიონში და აქედან ოდესის გუბერნატორს ამ ადამიანებისთვის არც ერთი ბინა არ შეუძენია", - აცხადებს რიბჩინსკი.
ამასთან დაკავშირებით უმაღლესი რადას წევრი სააკაშვილის გადაყენებას მოითხოვს.