„იმისთვის, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ იყოს, ამისთვის საჭიროა პრევენციული ღონისძიებების გატარება. დესტაბილიზაციის ნიშნებს და სურვილებს ვხედავთ", - ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა „მაესტროს" პირდაპირ ეთერში განაცადა.
მისი თქმით, ძალოვანი უწყებები განსაკუთრებულ მობილიზაციას მოახდენენ კენჭისყრის დღეს, რათა რაიმე სახის ექსცესებს ადგილი არ ჰქონდეს და არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს.
„ამისთვის საქართველოს ხელისუფლება არის მზადყოფნაში, შესაბამისი ორგანოები მუშაობენ პრევენციის მიმართულებით. არჩევნების დღეს მაქსიმალური კონტროლი იქნება უბნებთან, მობილიზებული იქნება პოლიცია, რომ რაიმე სახის ექსცესებს არ ჰქონდეს ადგილი. საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ჩაატაროს ყველაზე გამჭვირვალე არჩევნები საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში", - განაცხადა მინისტრმა.