7 ოქტომბერს, 19 საათზე, თბილისში, ჭავჭავაძის 17ბ-ში წიგნის ახალი მაღაზია - „შაქრო ბაბუა" იხსნება.
მაღაზია გამორჩეულია თავისი ინტერიერით და ლიტერატურით დაინტერესებულ პირებს სასიამოვნო გარემოს, სხვადასხვა სახეობის ჩაისა და ყავას სთავაზობს. „შაქრო ბაბუას" სტუმარს წიგნებთან ერთად შეეძლება შეიძინოს ყველაფერი, რაც წიგნს უკავშირდება - ხელნაკეთი თაროები, მაგიდები, სუვენირები.
სივრცე მუდმივად დაეთმობა წიგნის წარდგინებებს, თანამედროვე ავტორებთან შეხვედრებს, მხატვართა პეროსნალურ გამოფენებსა და სხვადასხვა ღონისძიებებს.
„შაქრო ბაბუა" გთავაზობთ წიგნების ფართო არჩევანს: მხატვრული ლიტერატურა, უახლესი თარგმანები და მსოფლიო ბესტსელერები, თანამედროვე ქართული პროზა და პოეზია, სამეცნიერო და პოპულარული გამოცემები, საბავშვო წიგნები.