logo_geo
eng_logo
წიგნის ახალი მაღაზია – „შაქრო ბაბუა“ იხსნება
- +

6 ოქტომბერი. 2016. 23:05



7 ოქტომბერს, 19 საათზე, თბილისში, ჭავჭავაძის 17ბ-ში წიგნის ახალი მაღაზია - „შაქრო ბაბუა" იხსნება.


მაღაზია გამორჩეულია თავისი ინტერიერით და  ლიტერატურით დაინტერესებულ პირებს სასიამოვნო გარემოს, სხვადასხვა სახეობის  ჩაისა და ყავას  სთავაზობს. „შაქრო ბაბუას" სტუმარს წიგნებთან ერთად შეეძლება შეიძინოს ყველაფერი, რაც წიგნს უკავშირდება -  ხელნაკეთი თაროები, მაგიდები, სუვენირები.


სივრცე მუდმივად დაეთმობა წიგნის წარდგინებებს, თანამედროვე ავტორებთან შეხვედრებს, მხატვართა პეროსნალურ გამოფენებსა და სხვადასხვა ღონისძიებებს.


„შაქრო ბაბუა"  გთავაზობთ წიგნების ფართო არჩევანს: მხატვრული ლიტერატურა, უახლესი თარგმანები და მსოფლიო ბესტსელერები, თანამედროვე ქართული პროზა და პოეზია, სამეცნიერო და პოპულარული გამოცემები, საბავშვო წიგნები.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner