logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილი: სააკაშვილი საქართველოში დაბრუნების საკითხს არც განიხილავს
- +

6 ოქტომბერი. 2016. 23:07



„სააკაშვილის მხრიდან საქართველოში დაბრუნების შესახებ გაკეთებული განცხადებები ემსახურება იმას, რომ ტემპერატურა იყოს აწეული", - ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, სააკაშვილი საქართველოში დაბრუნების საკითხს არც განიხილავს


„ამ საკითხს განვიხილავ 2 მიმართულებით, მგონია, თავად მის გუნდსაც არ მოსწონს მისი ხშირი გამოჩენა ეკრანზე და მუდმივად შეძახილები - დავბრუნდები, დავბრუნდები. ყველამ კარგად ვიცით, რომ საარჩევნო პერიოდში საჭიროა მხარდამჭერების მობილიზაცია, შესაბამისი პროგრამები იქმნება და ერთ-ერთი ლოზუნგია - „მე დავბრუნდები". დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ ის საქართველოში დაბრუნების საკითხს არც განიხილავს და ეს იმისთვის არის გაკეთებული, რომ მათი მხარდამჭერები მობილიზებულები იყვნენ. როგორ იმუშავებს ეს ლოზუნგი - ეს მეორე საკითხია. ჩემი აზრით, ეს უკურეაქციას გამოიწვევს", - განაცხადა კახიშვილმა „მაესტროს" ეთერში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner