logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილი: ეს იყოს ძალიან სერიოზული დანაშაული ქალაქის ცენტრში
- +

6 ოქტომბერი. 2016. 23:20



სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს გამოეხმაურა. მინისტრმა „მაესტროს" პირდაპირ ეთერში ისაუბრა:


„მოხდა ძალიან სერიოზული დანაშაული ქალაქის ცენტრში. მითუმეტეს ხალხმრავალ ადგილას. საბედნიეროდ, ამას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

 

ეს იყო გამოწვევა და ამ გამოწვევას მოჰყვება ადეკვატური პასუხი. შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი, ასე რომ, ეს საქმე გაიხსნება. მართალია, ურთულესია გამოძიების კუთხით, ვინაიდან არ მიეკუთვნება იმ კატეგორიას, სადაც შესაძლებელია 2 დღეში სურათი დახატო. დანიშნულია რამდენიმე ურთულესი ექსპერტიზა, რომესაც სჭირდება დიდი დრო. ჩემი ინფორმაციით, გამოძიების პროცესი წარმატებულად მიმდინარეობს", - განაცხადა კახიშვილმა.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner