მოსამართლეები საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს მამუკა ახვლედიანს შეურაცხმყოფელ განცხადებებში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ახვლედიანმა დაარღვია ეთიკის სტანდარტები. იუსტიის საბჭოს წევრებსა და მოსამართლეების დღევანდელ შეხვედრაზე იმ სატელეფონო ჩანაწერებზე ისაუბრეს, რომელიც ახლვედიანსა და ნიკა გვარამიას შორის შედგა.
„გავრცელებული ჩანაწერების საშუალებით ჩვენ მოვისმინეთ შეურაცხმყოფელი განცხადებები მოსამართლეების მისამართით, მთელი სასამართლოს მისამართით, რაც მიუღებელია.
მოსამართლეს, რომელსაც 9 წლის მანძილზე დარბაზის კარი არ შეუღია და პროცესი არ ჩაუტარებია, სხვა მოსამართლეების კომპეტენციას აყენებდეს ეჭვქვეშ, საუბრობდეს რაღაც კლანებზე და საბოლოოდ ეს საუბარი გადიოდეს რაღაც მილიონიან გარიგებებზე. ახვლედიანის ასეთი ამაზრზენი შეფასებები უნდა შეფასდეს მხოლოდ მის ქცევად და ამასთან კავშირი სასამართლო სისტემას და მოსამართლეებს არ უნდა ჰქონდეთ", - განაცხადა საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რევაზ ნადარაიამ.