გვარამია-ახვლედიანის სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით იმსჯელეს დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი მოსამართლეებმა სასამართლოს მიმართ ცილისმწამებლურ განცხადებებში დაადანაშაულეს. ახვლედიანი გააკრიტიკა მოსამართლე ნატო ჯოხაძემაც, რომელმაც ახვლედიანის განცხადებებს ასევე ცილისწამება უწოდა.
„აღარ მოეღო ბოლო მის ასეთ საქციელს და ცილისწამებებს, რომელსაც ადგილი აქვს მისი მხრიდან. სასამართლოს პრესტიჟს ეს ადამიანი ფაქტობრივად ძირს უთხრის და სასამართლოს დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს", - განაცხადა მოსამართლე ნატო ხოჯაძემ.