„ნაცნობი სიმღერაა, რომ „რუსთავი 2" ღაღადებს სიმართლეს, მიხეილ სააკაშვილი კი ღმერთია და ა.შ. ამის სერიოზულად განხილვა არ შეიძლება", - ამის შესახებ სოციოლოგი და პოლიტიკური ანალიტიკოსი ვალერიან გორგილაძე გაზეთ „კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
მისი თქმით, სააკაშვილი ახლა მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაციების მოწყობითაა დაინტერესებული, რასაც ბოლო მოვლენები ცხადყოფს.
„სულ არ მიკვირს მისი თავხედური მცდელობა, არიოს აქ ვითარება. გაიძახის, ჩამოვალ საქართველოშიო. სააკაშვილის ეს ბოდვა შიზოფრენიისა და პროვოკაციის ზღვარზეა, რისი კომენტირებაც საჭიროდ არ მიმაჩნია. "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს არეულობის განცდის გაჩენას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არანაირი დესტაბილიზაცია ამ არჩევნების შემდეგ ქვეყანას არ ემუქრება. მიკვირს, საგარეო საქმეთა სამინისტრო რატომ არ უგზავნის საპროტესტო ნოტას უკრაინის მთავრობას, რომლის დიდმოხელე სხვა ქვეყნის საქმეებში ასე თავხედურად ერევა. მოკლედ, პროვოკაციის მცდელობებს არ გამოვრიცხავ, მაგრამ, ვფიქრობ, ეს სერიოზულ ფორმას არ მიიღებს", - განაცხადა გორგილაძემ.