logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: ახლახანს მაცნობეს, რომ პოროშენკომ სააკაშვილი თანამდებობიდან გადააყენა
- +

7 ოქტომბერი. 2016. 00:23



უკრაინის პრეზიდენტმა ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან გადაყენების ბრძანებას ხელი მოაწერა - ამის შესახებ საქართველოს განვითარების ლაბორატორიის ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა facebook-ზე წერს და დასძენს, რომ ინფორმაცია მას უკრაინიდან მიაწოდეს.


„ახლახანს მაცნობეს უკრაინიდან, რომ დღეს საღამოს, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელი მოეწერა სააკაშვილის ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან გადაყენების ბრძანებას, ცხადია, უკრაინის პრეზიდენტის პოროშენკოს მიერ. ამ ბრძანებას პოროშენკო თავად გააცნობს სააკაშვილს ხვალ, როდესაც ის ოდესაში ჩავა!", - წერს გოგავა.


გოგავას ინფორმაციით, სააკაშვილს ოდესის გუბერნატორის პოსტზე ვიქტორ იუშჩენკოს ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი ივანე პლაჩკოვი შეცვლის.


ინფორმაცია არაოფიციალურია, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები", - წერს გოგავა.


პ.ს. „რეპორტიორს" აღნიშნული ინფორმაციის ნამდვილობის დადგენა ამ დროისთვის არ შეუძლია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner