logo_geo
eng_logo
თსუ- ს რექტორატისა და სტუდენტების წარმომადგენლები განათლების მინისტრს ხვდებიან
- +

15 მარტი. 2016. 20:36



განათლების სამინისტროში თსუ-ს რექტორი ლადო პაპავა, მისი მოადგილე, აკადემიური საბჭოს ოთხი და სენატის ორი წევრი, აგრეთვე, სტუდენტური თვითმმართველობის  წარმომადგენლები განათლების მინისტრს ხვდებიან.


როგორც 2030.news-ის ჟურნალისტი იტყობინება, თამარ სანიკიძესთან შევხვედრაზე არ მისულან იმ სტუდენტების წარმომადგენლები, რომლებიც კანცლერობიდან გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნას ითხოვნდნენ.მათ შეხვედრაზე დასწრება განათლების მინისტრის მოადგილემ, გიორგი შერვაშიძემ შესთავაზა,თუმცა უარი მიიღო.  ამის შემდეგ, შერვაშიძე თსუ-დან კვლავ განათლების სამინისტროში დაბრუნდა.


ამასთან, როგორც სამინისტროში შეხვედრის დაწყებამდე განათლების მინისტრმა აღნიშნა, დღეს ისაბრებენ ყველა საკითხზე, მათ შორის - რექტორის გადადგომის თემაზეც.

 

"ვერც ერთი საკითხის განხილვას თავს ვერ ავარიდებთ. განხილული იქნება ყველა ის საკითხი, რომელიც სტუდენტებმა დასვეს. ჩვენ  ყველაფერს ვიღონებთ სიტუაციის გამოსწორებისთვის", - აღნიშნა თამარ სანიკიძემ.


განათლების მინისტრს შეხვედრის ორგანიზება პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დაავალა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner