„ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა კობალაძე გამორიცხავს, რომ დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქება რუსული სპეცსამსახურების დაგეგმილი ყოფილიყო, რადგან მისი თქმით, წარმოუდგენელია „მათ ქმედებას ისეთი ნაკლი გამოეწვია, რომ შედეგი არ დამდგარიყო".
„მაქვს საკუთარი ვარაუდები, თუმცა ამ ეტაპზე თავს შევიკავებ საჯაროდ ვერსიებზე საუბრისგან. ყველა ვისაც ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა სურს, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. ვიღაცას აქვს ამოცანა, რომ ქვეყანას მოახვიოს განცდა დაუცველობის. მთავარია სახელმწიფო მზადაა, პასუხი გასცეს ნებისმიერ ასეთ ქმედებას. რაც უმთავრესია, გეტყვით იმას, რომ ეს აფეთქება არ აწყობდა სახელმწიფოს, ყველაზე მეტად ეს არ აწყობდა ხელისუფლებას... ზოგადად, ვინც მახვილის ქნევას დაიწყებს, ის ამავე მახვილით დაეცემა", - აღნიშნა კობალაძემ.