უფლებადამცველ ნანა კაკაბაძის განცხადებით, ერთადერთი, ვინაც გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებით „იხეირა", ეს „ნაციონალური მოძრაობაა".
„ამ აფეთქებით „ქართულ ოცნებას" მხოლოდ დარტყმა მიადგა. ეს გააკეთა იმ ძალამ, რომელსაც არაერთი აფეთქება დაუგეგმავს ხელისუფლებაში მოსვლამდეც და ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც. მაგალითად, ხურჩის მაგალითიც კმარა", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ „პრიორიტეტში".