logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: პოლიტიკა კი არ არის ბინძური, მას აბინძურებენ ბინძური ადამიანები, როგორიცაა გივი თარგამაძე
- +

7 ოქტომბერი. 2016. 01:25



„ბატონო ვალერი, მე როდესაც რაიმეზე ვსაუბრობ, მაშიკოს და ქსენიას მონაყოლებს კი არ ვყვები. მე ვსაუბრობ იმაზე, რისი თვითმხილველიც ვარ", - ასე მიმართა ყოფილ პროკურორ ვალერი გრიგალაშვილს უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ გადაცემა „პრიორიტეტში".


კაკაბაძემ განაცხადა, რომ მან მშვენივრად იცის, თუ რისი გამკეთებლები არიან „ნაციონალური მოძრაობის" ცნობილი ლიდერები.


„ეს ადამიანები - გივი თარგამაძე, გიგა ბოკერია, ლევან რამიშვილი და ა.შ. ჩემი ოფისიდან წავიდნენ რევოლუციაზე, ასე რომ, მე მათ სისხლხორცეულად ვიცნობ, ვიცი რისი გამკეთებელი, რისი მომფიქრებელი არიან ეს ადამიანები.

 

მე დავინახე, რომ მათი საქმიანობა გასცდა უფლებადაცვით საქმიანობას და ის გადავიდა ბინძურ პოლიტიკაში. პოლიტიკა კი არ არის ბინძური, მას აბინძურებენ ბინძური ადამიანები და ისეთი ადამიანები, როგორიც არის გივი თარგამაძე", - განაცხადა კაკაბაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner