logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: თამამად შემიძლია ვივარაუდო, რომ ეს აფეთქება ოდესიდან იყო შეკვეთილი
- +

7 ოქტომბერი. 2016. 03:22



პარლამენტარი ალექსანდრე ქანთარია ვარაუდობს, რომ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქება ოდესიდან იყო შეკვეთილი.


,,ბოლო დღეებამდე მაქსიმალური და შესაშური სიმშვიდით გავიარეთ წინასაარჩევნო კამპანია. სამწუხაროდ, ვერ ავცდით მწვავე ინცდენტებს, ვგულისხმობ სამეგრელოში მომხდარ ფატს, სადაც ჩვენი აქტივისტი სცემეს, გორში მომხდარი ინციდენტი და რა თქმა უნდა გივი თარგამაძის მანქანის აფეთქება, რომელიც აბსულუტურად დამაზიანებელი აღმოჩნდა მშვიდი საარჩევნო გარემოსთვის.


თუ ჩვენ გადავხედავთ წინასაარჩევნო პერიოდს, გზავნილებს ოდესიდან, ჩანაწერებს, საიდუმლო სერობებს, რომ ეს ყველაფერი დესტაბილიზაციით დამთავრდება და თუ გავიხსენებთ ,,ნაციონალური მოძრაობის" ხელწერას, ვნახავთ, რომ ყველა გზა ოდესაში მიდის. ვიცნობ "ნაციონალურ მოძრაობას" და ვიცი მათი ხელწერა, თამამად შემიძლია ვივარაუდო, რომ ეს აფეთქება ოდესიდან იყო შეკვეთილი. საბოლოოდ, ეს ყველაფერი გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მაგრამ მე მაქვს ვარაუდის უფლება", - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner