logo_geo
eng_logo
შსს-მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
- +

7 ოქტომბერი. 2016. 10:22


 

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე ე.მ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, ბათუმში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.



სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 238 აბი „სუბუტექსი" ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს შეიცავს.



გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).


 

 

  

right_banner right_banner
არქივი
right_banner