მწერალი პაატა ქურდაძე ლარის გამყარების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
„ახლა წავიკითხე ეკონომიკის ყველაზე გამოჩენილი ექსპერტის ანალიზი იმის შესხებ თუ რატომ გამყარდა ლარი, ჩამონათვალს შორის ბოლო თვეში ტურიზმის მატებაა მინიშნებული...
პრინციპში, როგორც მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ტურისტული ქალაქის ყველაზე ტურისტული უბნის მკვიდრმა, შემიძლია ვისაც უნდა „დავენიზლავო", რომ მარტის დასაწყისი სულაც არ ითვლება ცხელ ტურისტულ სეზონად, მაგრამ ეს პარიზში, ლონდონში, ნ- იორკში... ჩვენს რეგიონალურ მეგაპოლისში კი ეტყობა მტვრიანი სუფსარქისის სანახავად მორბიან მთელი მსოფლიოდან.
მოკლედ იყავით ოპტიმისტები! მე 24 მარტს ჩამოვდივარ და იმედი მაქვს ჩემს წვლილს შევიტან ლარის გამყარების საქმეში... მხოლოდ ოვაციები და ყვავილები არ არის საჭირო აეროპორტში, თავმდაბალი კაცი ვარ ხომ იცით!"