„BBC"-ის ცნობით, ჰაიტიში ძლიერ ქარიშხალს 283 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქარიშხალ „მეთიუს" შედეგად დაზარალებულთა რიცხვი სულ უფრო იზრდება. ამასთან, ჰაიტის ცენტრალური ხელისუფლება ქარიშხლის შედეგად დაზარალებულ რეგიონებთან კავშირის აღდგენას ცდილობს.
არსებული ინფორმაციით, როშ-ა-ბატოში 50 ადამიანი დაიღუპა, ჟერემიში კი შენობა-ნაგებოების 80 % დაინგრა.
ამ დროისთვის ქარიშხალი „მეთიუ" ფლორიდის ნაპირებს უახლოვდება.