logo_geo
eng_logo
ჰაიტიში ძლიერ ქარიშხალს 283 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
- +

7 ოქტომბერი. 2016. 10:56



„BBC"-ის ცნობით, ჰაიტიში ძლიერ ქარიშხალს 283 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქარიშხალ „მეთიუს" შედეგად დაზარალებულთა რიცხვი სულ უფრო იზრდება. ამასთან, ჰაიტის ცენტრალური ხელისუფლება ქარიშხლის შედეგად დაზარალებულ რეგიონებთან კავშირის აღდგენას ცდილობს.



არსებული ინფორმაციით, როშ-ა-ბატოში 50 ადამიანი დაიღუპა, ჟერემიში კი შენობა-ნაგებოების 80 % დაინგრა.



ამ დროისთვის ქარიშხალი „მეთიუ" ფლორიდის ნაპირებს უახლოვდება.

 

 

 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner