logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: „ქართულ ოცნებას“ დაუმარცხებელი ტელევიზიის ნაცვლად მუყაოს ბუტაფორია შერჩა ხელში
- +

7 ოქტომბერი. 2016. 12:12



მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი გადაცემა „არჩევანში" „ქართული ოცნების" პრეზენტაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და სტატუსს აქვეყნებს:



„ნაბოკოვის ცინცინატივით ეშაფოტიდან წამოდგომა გაბედა „ქართულმა ოცნებამ" სტუდიაში და ტრენდის შემქმნელი, ბრუტალური და დაუმარცხებელი ტელევიზიის ნაცვლად, მუყაოს ბუტაფორია - კომპეტენციის დეფიციტი, რეალობას აცდენილი დისკურსი და უხვი ბოღმა - შერჩა ხელში, რომელიც უიოლესად შემოიფშვნა, ვინაიდან ეს კრებული მხოლოდ ხელოვნურად შექმნილ მონოპოლიაში (და ჩვენს ცნობიერებაში) ყვაოდა თურმე - განაჩენის აღსრულებაზე მიწვეულ სიკვდილმისჯილს ჯალათი შემოეხარჯა!

 

P.S. გადაიკითხეთ ბუმბერაზი კლასიკოსი: Владимир Набоков, „Приглашение на казнь"...

 

სიმართლის დროა!!!" - წერს ლაშა ნაცვლიშვილი.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner