logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე: დახმარებისთვის უცხოური ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებს მივმართეთ!
- +

15 მარტი. 2016. 21:56




საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება ეფექტურად მიმდინარეობს.


„საქართველოს პროკურატურა სუს-თან და შსს-სთან ერთად ძალიან აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს, რათა დადგინდეს და მხილებულ იქნას ამ საზარელი დანაშაულების ჩამდენი პირები. ამისთვის  ყველა  შესაბამის, საჭირო ღონისძიებებს ვატარებთ.

 

 ახლაც მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ასევე სამართლებრივი დახმარების თხოვნით მივმართეთ უცხოური ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებს. ვფიქრობთ, გამოძიება ეფექტურად მიმდინარეობს და  შედეგებს  საზოგადოებას დამატებით ვაცნობებთ", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner