ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„ნაციონალები" ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდებიან და ეს მხოლოდ „რუსთავი 2"-ის გადამეტებული მონდომების ბრალი არაა. ვერ დაბრუნდებიან 3 არაპათეთიკური მიზეზის გამო:
1. არც მიშა და არც ენმ მაგარი აღარაა და მედროვე, კონფორმისტულმა ელექტორატმა ეს უკვე იყნოსა.
2. მიუხედავად უდიდესი მონდომებისა, ამ 4 წელიწადში „ნაციონალებმა" ვერ მოახერხეს წარსულის ჩამორეცხვა და შესაბამისად, ისტორიაში შევიდნენ ჯალათებად, რაც გამორიცხავს არაკონფორმისტულ ელექტორატში მათ ვინმეს ალტერნატივად აღქმას.
3. ამ არჩევნებში გამარჯვება თავად ნაციონალების ხელმძღვანეობასაც აღარ სჯერა. ახალ სახეებს ძველები აღარ უნდათ, ფანატიკოსი მიშისტები კი ძველებს შენატრიან", - წერს გიორგი უძილაური.