logo_geo
eng_logo
336 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა
- +

7 ოქტომბერი. 2016. 12:34



მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა 336 დევნილ ოჯახს - თბილისში, გარდაბანში, წალკაში, თეთრიწყაროში, წეროვანსა და წილკანში.


2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე, მთავრობის განკარგულებით, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 12 986 დევნილ ოჯახს გადაეცა.


გარდა ამისა, იწყება პროცესი, რომელსაც 24 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი წლების განმავლობაში ელოდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეს, 54 დევნილ ოჯახს, რომლებსაც თბილისში, ნინოშვილის ქუჩაზე საკუთრებაში აქვთ გადაცემული საცხოვრებელი ფართები, მათ მიერვე შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკუთრებაში გადაეცემათ საერთო სარგებლობის ფართებიც, მათ შორის - სხვენები, სარდაფები და ა.შ და და ეს პროცესი გაგრძელდება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner