ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში არჩევნებთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:
„ჩვენს მოსახლეობას მინდა მოვუწოდო, არჩევნების დღეს გაითვალისწინოს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ: არავითარ შემთხვევაში არ თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე და არავითარ შემთხვევაში არ გადახაზოს ყველა, რადგან ჩვენი კატასტროფული საარჩევნო კოდექსის პირობებში საპროტესტო ხმა არ ითვლება, ამით მხოლოდ ბიულეტენი ბათილდება და არაფერს ახდენს თქვენი პროტესტი... ამიტომ... აუცილებლად მიდით არჩევნებზე და აუცილებლად მიეცით ხმა რომელიმე სუბიექტს, აუცილებლად გააკეთეთ არჩევანი.
ღმერთო, დაიცავი საქართველო", - წერს არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში.