logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე: ფაილები, რომელიც არ განადგურდა ინტიმურ ჩანაწერებს არ შეიცავს
- +

15 მარტი. 2016. 22:41



საქართველოს მთავარი  პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით პროკურატურაში გადმოგზავნილ ფაილებში პირადი ხასიათის ინტიმური ჩანაწერები არ შედიოდა. ამის შესახებ შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა:


„პირადი ხასიათის ინტიმური ჩანაწერები ამ ფაილებში არ შედიოდა. ჩვენთან გადმოიგზავნა სხვა ხასიათის ჩანაწერები. ამ ფაილებზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. მოცულობიდან გამომდინარე ამ ფაილების ანალიზს, დათვალიერებას და ექსპერტიზას სჭირდებოდა შესაბამისი დრო, თუმცა გამოძიება დასკვნით ეტაპზეა და შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ვაცნობებთ. ეს ის ფაილებია, რომლებიც არ განადგურდა და ჩვენთან გამოიგზავნა", - განაცხადა პროკურორმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner