ნავთობკომპანია „ფრეგოს" ახალი ავტოგასამართი სადგური ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელ გზატკეცილზე გაიხსნა. ავტოგასამართი სადგურები მომხმარებელს სხვადასხვა პროდუქტს სთავაზობს. „ფრეგოს" საწვავი ევროპის ქვეყნებიდან შემოაქვს და ის ევრო 5-ის სტანდარტს სრულიად შეესაბამება.
„ფრეგოს" თანამედროვე ჩამსხმელი სვეტები, რომლებიც 2015-2016 წლებშია დამზადებული, საწვავის ჩასხმის 100%-იან სიზუსტეს უზრუნველყოფს.
„ფრეგოს" ამჟამად 30-მდე ავტოგასამართი სადგური აქვს და მალე იგი სრულიად საქართველოს მოიცავს. „ფრეგომ" პოპულარობა ქართველ მომხმარებელში საწვავის ხარისხისა და ფასის გამო მოიპოვა.