logo_geo
eng_logo
დიდუბის რაიონში 3 მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა
- +

7 ოქტომბერი. 2016. 13:02


 

დიდუბის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. თემურ ფიფიას ქუჩაზე, დავით ყიფიანის ქუჩა N20-სა და ბელიაშვილის ქუჩა N12ა-ზე ასფალტის საფარი 3500 კვ.მ ფართობზე დაიგო. მოწესრიგდა ბორდიურები და საფეხმავლო ტროტუარები.



ბელიაშვილის ქუჩა N12ა-ში, დიდუბის რაიონის გამგეობამ, ასევე მოაწყო თანამედროვე სტანდარტების მქონე სპორტული მოედანი და მოსასვენებელი სკვერი.



ამ ეტაპზე, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს სამტრედიის ქუჩა N2-სა და 4ა-ში, ასევე დიღმის მასივის 1-ლი კვარტლის 2ა და ბ კორპუსებთან. კონტრაქტორი კომპანია ასფალტის დაზიანებული ფენის დემონტაჟს ახორციელებს, ამის შემდგომ კი ასფალტის ახალ საფარს დააგებს.



საგზაო სამუშაოებს, დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული კომპანია „იბერი" ახორციელებს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner