ჰაიტიზე ქარიშხალ „მეთიუს" შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 300-ს გადააჭარბა.
„BBC"-ის ცნობით, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ კიდევ უცნობია, რადგან მაშველებს ქვეყნის განაპირა რეგიონებში მუშაობა არ დაუწყიათ.
ქვეყანაში ქარიშხლის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა სწრაფი ტემპით იზრდება.
საინფორმაციო სააგენტო „Reuters"-ის წყაროს მიხედვით, გარდაცვლილთა რაოდენობა ამ დროისთვის 339-ია.
სტიქიას ამერიკის შტატ ფლორიდაშიც ელოდებიან. საცხოვრებელი სახლები უკვე მილიონობით ადამიანმა დატოვა.