logo_geo
eng_logo
ცისანა სეფიაშვილი: თვით ნიკა გვარამია გამიმწარებია
- +

7 ოქტომბერი. 2016. 14:11



მომღერალი ცისანა სეფიაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„თვით ნიკა გვარამია გამიმწარებია. მათემატიკაში ბავშვობიდან მოვიკოჭლებდი და სტატუსი აშკარად გამომსვლია", - წერს სოციალურ ქსელში ცისანა სეფიაშვილი.


ცისანა სეფიაშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის შესახებ, სადაც „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა: „ქართულმა ოცნებამ" რუსთავი 2"  დაამარცხა ანგარიშით 41:5" - წერდა ცისანა სეფიაშვილი, რასაც ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას პასუხი მოჰყვა.


„ეს რო ბოდვაა და „ქართული ოცნება" უზრდელი, უვიცი, ბნელი, უპასუხისმგებლო და არასერიოზული გამოჩნდა, ახალი სახეები კი სრულიად ტყემალზე სხედან და არც ერთი არაფრის აზრზე არაა საერთოდ, და ყველა ერთად კიდე ნერვული აშლილობის ზღვარზეა, ეგ იქით იყოს.

 

მე ის გამიკვირდა, ცისანას 41-მდე თვლა რომ სცოდნია...

 

ერთი ის მაინტერესებს, ეკა ბესელიას რითი სჯობია თამარ ჩუგოშვილი? ალბათ, მარტო ინგლისურით", - განაცხადა გვარამიამ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner