logo_geo
eng_logo
ლუკა კურტანიძე: ბედნიერ, წარმატებულ არჩევნებს გისურვებ, საქართველო
- +

7 ოქტომბერი. 2016. 15:02



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლუკა კურტანიძე არჩევნებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„გუშინ ვერ და არ გავფრინდი პოლონეთში ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატზე(6-7-8 ოქტომბერი),  რომლისთვისაც მთელი ერთი წლის ტიტანური შრომა ჩავდე, რომ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მომეპოვებინა, მაგრამ იმისათვის არ წავედი, რომ ხვალ ჩვენი ქვეყნის მართალი თავისუფლებისათვის, მართალი სწრაფი განვითარებისათვის და მართალი კეთილდღეობისათვის მიმეცა არჩევანი. ეს სიტყვები არ არის მხოლოდ „ქართული ოცნების" ლოზუნგი, ეს არის ერისკაცის საქმით და ქმედებით გაძლიერებული იდეა! რომლის მიხედვითაც გავერთიანდით სრულიად საქართველო 2011 წელს ბიძინა ივანიშვილითან ერთად! ხვალ მნიშვნელოვანი დღეა და ყველა არჩევნებზე... მე კი გპირდებით, ულევი შრომით კიდევ მრავალჯერ, ჩვენი მომავლი თაობისთვის, მომავალ წელს აუცილებლად მოვიპოვებ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს! ბედნიერ, წარმატებულ არჩევნებს გისურვებ, საქართველო", - წერს ლუკა კურტანიძე სოციალურ ქსელში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner