logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: „გვგ პლასტი“-ში დასაქმებულ ადამიანებს აქვთ საკმაოდ მაღალი ხელფასი
- +

7 ოქტომბერი. 2016. 15:13


 

პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი წარმოების პროცესს გაეცნო  კიდევ ერთ ახალ საწარმოში,  რომელიც აწარმოე საქართველოში" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამოქმედდა. თბილისში, სამგორში მდებარე საწარმო გვგ პლასტი"  სხვადასხვა ზომისა და ფორმის პოლიეთილენის პარკებს აწარმოებს. კომპანიამ პროგრამის დახმარებით უახლესი ტექნოლოგიის დანადგარები შეიძინა, რისი საშუალებითაც ბაზარს  უმაღლესი ხარისხის პროდუქციას აწვდის.


კომპანიაში დღეს 50 ადამიანია დასაქმებული, მთლიანი ინვესტიცია 750 000 დოლარზე მეტია. საწარმო აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, რომელთა საშუალებით იწარმოება ბიოდეგრადირებადი პოლიეთილენის პარკები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აქ დასაქმებულ ადამიანებს აქვთ საკმაოდ მაღალი ხელფასისწორედ ეს არისაწარმოე საქართველოში" პროგრამის მიზანი, რაც ჩვენს შემთხვევაში მიღწეულია. მინდა აღვნიშნო, რომ კომპანიამ მოახერხა იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება და დღეს უკვე ის მუშაობს ექპორტზე რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის სომხეთში, აზერბაიჯანში და რუსეთში",- აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა საწარმოს დათვალიერების შემდეგ.


კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, შპს „გვგ პლასტი" უკვე თანამშრომლობს და ამარაგებს ისეთ მსხვილ კომპანიებს, როგორებიცაა:  „ნიკორა", „2 ნაბიჯი", „SPAR", „იოლი", „ავერსი", „კოდა" და „გორგია", საწარმო  მომხმარებლებს ხარისხიან პროდუქციას და კონკურენტულ ფასებს სთავაზობს.

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner