logo_geo
eng_logo
ინგა გრიგოლია: გიდასტურებთ! 2012 წლამდე ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები უკვე არსებობდა!
- +

16 მარტი. 2016. 04:38




„პირადი ცხოვრების გასაჯაროებით მუქარა ეს არის პირველი შემთხვევა, მაგრამ მე მქონდა ინფორმაცია, რომ 2012 წლამდე, არჩევნებამდე ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები უკვე არსებობდა. მე ვსაუბრობ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე."- ამის შესახებ ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ გადაცემა „არჩევანში" პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების შესახებ განაცხადა.


გრიგოლიას თქმით, მას ჰქონდა ინფორმაცია რომ ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს უთვალთვალებდნენ და ფარულ ჩანაწერებს ამზადებდნენ.


„მაშინ არ იყო საუბარი იმაზე, იგეგმებოდა თუ არა გასაჯაროება, მიუხედავად იმისა რომ მაშინ პოლიტიკაში ვიყავი. ჩემთვის აბსოლუტურად ერთი და იგივე უბედურებაა, რომ მე მიღებენ საძინებლში, მითვალთვალებენ თუ შემდგომ ამის გამოქვეყნებით მემუქრებიან, ჩენმთვის ეს აბსოლუტურად ერთი და იგივეა.

გიდასტურებთ, რომ მქონდა ინფორმაცია რომ, მე ვიყავი ფარულად გადაღებული." 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner