logo_geo
eng_logo
დიანა ხოფერია: მკვლელებს არ ჩააბაროთ სამეგრელო!
- +

7 ოქტომბერი. 2016. 15:34



სოციალური ქსელის მომხმარებელი დიანა ხოფერია facebook-სტატუს აქვეყნებს, სადაც სამეგრელოსთან დაკავშირებით წერს:

 

მოგესალებით, ჩემო მეგობრებო, მინდა, ერთი განცახდება გავაკეთო, როგორც ერთმა რიგითმა ქართველმა, ერთმა რიგითმა ამომრჩეველმა და სამი შვილის დედამ... მინდა, ყველამ გაიგოს და ჩემი ეს პროტესტი ამ ფორმით გამოვხატო !

 

მოკლედ, დავიღალე და ვიგერიებ ადამინებს, რომელებიც თავაზიანად მეკითხებიან, რომ რა გახდა, ამ სამეგრელოში როგორ სულ სამარცხვინოდ იქცევიან და რა ხდება, მართლა ასეთი ხალხი ცხოვრობსო?  ახალაიებმა შეარცხვინეს და გადააგვარეს ეს მხარე და სახელი შეუბღალეს სამეგრელოს...

 

არა, ბატონებო, არ არის ასე! დავიბადე და გავიზარდე სენაკში, სადაც ერთმანეთის გამტანი, მოსიყვარულე და თბილი ხალხი ცხოვრობს. არასოდეს მიგრძვნია პოლიტიკური ნიშნითა თუ შეხედულებებით დაპირისპირებული ხალხის რისხვა, პირიქით, საომარი მდგომარების დროს ეპიცენტრი სენაკში იყო და ერთიმეორეს უდექით გვერდში და ვპატრონობდით. დიახ, ბატონებო, ისწავლეთ მეგრელბისგან ეს უიშვიაესი თვისება.

 

ახლა ჩემი პროტესტის ფორმა ასე მინდა გამოვხატო!

 

ორგანოებით მოვაჭრე მკვლელების და გამაუპატიურებლების ოჯახის დიასახლისს სანდრა რულოვსარ გაატანინოთ სამეგრელო.

 

თავი არ მოიჭრათ, თორემ როგორც ერთი ქართველი და სამეგრელოს შვილი, უარს ვამბობ ჩემს გვარზე და მაგ სამარცხვინო საქციელს ამ ფორმით გავემიჯნები , რომ თქვენი სამარცხვინო საქციელით გროშებზე გაყიდული სამეგრელოს შვილი არ მერქვას ... სირცხვილია, მეგრელებო... შვილებს მაინც ნუ აძლევთ ასეთ სამარცვინო მაგალითს!

 

მკვლელებს არ ჩააბაროთ სამეგრელო!"








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner