სოციალური ქსელის მომხმარებელი დიანა ხოფერია facebook-სტატუს აქვეყნებს, სადაც სამეგრელოსთან დაკავშირებით წერს:
„მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, მინდა, ერთი განცახდება გავაკეთო, როგორც ერთმა რიგითმა ქართველმა, ერთმა რიგითმა ამომრჩეველმა და სამი შვილის დედამ... მინდა, ყველამ გაიგოს და ჩემი ეს პროტესტი ამ ფორმით გამოვხატო !
მოკლედ, დავიღალე და ვიგერიებ ადამინებს, რომელებიც თავაზიანად მეკითხებიან, რომ რა გახდა, ამ სამეგრელოში როგორ სულ სამარცხვინოდ იქცევიან და რა ხდება, მართლა ასეთი ხალხი ცხოვრობსო? ახალაიებმა შეარცხვინეს და გადააგვარეს ეს მხარე და სახელი შეუბღალეს სამეგრელოს...
არა, ბატონებო, არ არის ასე! დავიბადე და გავიზარდე სენაკში, სადაც ერთმანეთის გამტანი, მოსიყვარულე და თბილი ხალხი ცხოვრობს. არასოდეს მიგრძვნია პოლიტიკური ნიშნითა თუ შეხედულებებით დაპირისპირებული ხალხის რისხვა, პირიქით, საომარი მდგომარეობის დროს ეპიცენტრი სენაკში იყო და ერთიმეორეს ვუდექით გვერდში და ვპატრონობდით. დიახ, ბატონებო, ისწავლეთ მეგრელებისგან ეს უიშვიათესი თვისება.
ახლა ჩემი პროტესტის ფორმა ასე მინდა გამოვხატო!
ორგანოებით მოვაჭრე მკვლელების და გამაუპატიურებლების ოჯახის დიასახლისს სანდრა რულოვსს არ გაატანინოთ სამეგრელო.
თავი არ მოიჭრათ, თორემ როგორც ერთი ქართველი და სამეგრელოს შვილი, უარს ვამბობ ჩემს გვარზე და მაგ სამარცხვინო საქციელს ამ ფორმით გავემიჯნები , რომ თქვენი სამარცხვინო საქციელით გროშებზე გაყიდული სამეგრელოს შვილი არ მერქვას ... სირცხვილია, მეგრელებო... შვილებს მაინც ნუ აძლევთ ასეთ სამარცხვინო მაგალითს!
მკვლელებს არ ჩააბაროთ სამეგრელო!"