სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაკითხვაზე „თავისუფალი ზონის" კიდევ ერთი წევრი დაიბარა. როგორც „ინტერპრესნიუსს" სუს-ში განუცხადეს, ამჯერად უწყებაში რუსკა მჭედლიძე უნდა მივიდეს. მისი დაკითხვა 17:00 საათზეა დანიშნული.
„თავისუფალი ზონის" წევრის საგამოძიებო უწყებაში დაბარება ინტერნეტში გასულ კვირას გავრცელებულ აუდიოჩანაწერს უკავშირდება, რასთან დაკავშირებითაც სუს-მა გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მუხლით დაიწყო.
ინტერნეტში გავრცელებულ ჩანაწერში, სავარაუდოდ, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის" ცალკეული წევრების საუბარია ასახული, რომლებიც რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.
აღნიშნულ საქმეზე სუს-ში გუშინ „თავისუფალი ზონის" კიდევ ორი წევრი - მარიამ ბაშარული და ვაჟა მორგოშიაც დაიკითხნენ.