logo_geo
eng_logo
საგარეო უწყება კარიბის აუზის რეგიონში ქარიშხლის შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო მწუხარებას გამოხატავს
- +

7 ოქტომბერი. 2016. 16:04



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს კარიბის აუზის რეგიონში ქარიშხალი „მეტიუს" შედეგად გამოწვეული სტიქიური უბედურების გამო, რომელმაც დღეისათვის არსებული მონაცემებით, ჰაიტისა და დომინიკის რესპუბლიკაში 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაუგრძნობს დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს და ამ მძიმე განსაცდელის ჟამს სოლიდარობას უცხადებს კარიბის აუზის ქვეყნების მთავრობებსა და ხალხს. ამასთანავე, სამინისტრო გამოთქვამს იმედს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, დაზარალებული ქვეყნები შეძლებენ ქარიშხლით გამოწვეული მძიმე შედეგების დაძლევას, ხოლო სტიქიის ზონიდან ევაკუირებული მილიონობით ადამიანი უმოკლეს ხანში დაუბრუნდება საკუთარ სახლებს და განაგრძობს მშვიდობიან ცხოვრებას", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner