logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: საინტერესო ციფრები და ინფორმაცია არჩევნებზე!
- +

7 ოქტომბერი. 2016. 16:12



ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს და წერს: 

 

„ძალიან საინტერესო ციფრები და ინფორმაცია არჩევნებზე!

ყოველ 83 ამომრჩეველზე - 1 დამკვირვებელია.

ხვალ, 8 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნები ტარდება და ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება, აირჩიოს პარლამენტის 150 დეპუტატი; აქედან 77 წევრი პროპორციული საარჩევნო სისტემის, ხოლო 73 წევრი - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

ამომრჩეველმა არჩევანი 25 საარჩევნო სუბიექტს - 19 პარტიასა და 6 ბლოკს შორის უნდა გააკეთოს; და ასევე, არჩევანი უნდა გააკეთოს ამ სუბიექტებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს შორის.

არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 42 092 წარმომადგენელი, 111 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 29 931 და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის 1440 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 184 მედიაორგანიზაციის 5368 წარმომადგენელი.

3 645 (მათ შორის 11 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი) საარჩევნო უბანი საქართველოში და 55 საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ (40 ქვეყანა) სრულ მზადყოფნაშია არჩევნების ჩასატარებლად.

ყველა საარჩევნო უბანზე მცირემხედველი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი იქნება 2 გამადიდებელი ლინზა, ხოლო უსინათლო ამომრჩევლებისთვის ბიულეტენის შესავსები სპეციალური ჩარჩო ფორმა. ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლებისთვის ადაპტირებულია 1115 საარჩევნო უბანი, რომლებიც აღჭურვილია სპეციალური ხმის მიცემის კაბინებით. ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველია.

24-საათიან რეჟიმში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრი - 2 51 00 51, ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი (www.cesko.ge)."






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner