logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: ეს უსუსური პროვოკაცია მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ გამარჯვება გარდაუვალია
- +

7 ოქტომბერი. 2016. 16:31



მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს:



სპეციალური განცხადება

ყველა მთაწმინდელს, ვერელს, სოლოლაკელს და ოქროყანელს მინდა ვაცნობო, რომ ჩემი საარჩევნო კამპანია დასრულდა გუშინ, 10 საათზე, მთაწმინდაზე გამართულ ღონისძიებით, რომელზედაც ყველანი იყავით მოწვეულნი.

იმის შემდეგ ნებისმიერი ქმედება - მათ შორის ამ დილით ( თუ ღამით) ჩემი სახელიანი სტიკერების გაკვრა მანქანებზე და ზოგ მაღაზის მინაზე ჩემ ნებართვის გარეშე (სტიკერები საერთოდ არ დამიბეჭდავს), წარმოადგენს მცდელობას ჩემ ამომრჩევლებზე ზემოქმედებისა!

ეს უსუსური პროვოკაცია მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ გამარჯვება გარდაუვალია და რომ ნორმალურ და პირდაპირ მეთოდებით გაწეულ კონკურენციის იმედიც აღარ გააჩნიათ.

სადაც ასეთ მდაბიო და არალოგიკურ ქმედებას მიმართავენ (აბა, მე რატომ გავაკეთებდი ისეთ რამეს - გემოვნებაც რომ არ ვახსენო - რომელიც უკმაილებას და გაღიზიანებას გამოიწვევდა აუცილებლად ჩემ ამომრჩევლებში ... მიზანმიმართულად მძღოლის მხარეს და თვალწინ ისე გაუკრა, რომ ვერ მართოს მანქანა?)

ამ უსუსურობიდან და უიმედობიდან გამომდინარე მინდა გავაფრთხილო ყველა იმის შესახებ, რომ სხვა ყველანაირი ქმედება უკვე მოსალოდნელია დღეს ან ხვალ უბნებზე... იყავით ფხიზლად, ყურადღებიანად და მშვიდ...

თუ რამეს შეამჩნევთ, დაგვიკავშირით შტაბში პარლამენტის უკან სკერში ან შემდეგ ნომრებზე 598 120012, 574 797777", - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner