logo_geo
eng_logo
გოგა პიპინაშვილი: მთელი ჩემი ცხოვრების გზა არის ძიების პროცესი
- +

7 ოქტომბერი. 2016. 16:40



მსახიობი გოგა პიპინაშვილი ტელეკომპანია „იმედის" გადაცემაში „დღის შოუ" ამბობს, რომ მისი ცხოვრება ძიების პროცესია და რომ ცხოვრებაშიც ისეთივე სახასიათოა, როგორი სახასიათო როლებითაც გააცნო თავი საზოგადოებას.



„მთელი ჩემი ცხოვრების გზა არის ძიების პროცესი, გარედან, როგორც კამერა, ასე ვუყურებ საკუთარ თავს. ქალბატონმა ლილიმ მიმაჩვია დაკვირვებას პირველი კურსიდან. ყველაფერს ვაკვირდები. ხშირად ეს ძალიან დამღლელია, მაგრამ ეს უკვე იმდენად ორგანული გახდა ჩემთვის, თუ ადამიანს შევხედავ და მასში რაიმე საინტერესოს დავინახავ, ის უკვე ხდება ჩემი დაკვირვების ობიექტი, მისი საუბრის მანერა, ჯდომა, დგომა და ა.შ", - განაცხადა გოგა პიპინაშვილმა.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner